24 ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მილიონ ლარზე მეტი გამოყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ეწვივნენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უცხოელი სტუმრები კომპანიის დირექტორს ნიკოლოზ ქიზიყურაშვილს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ასევე, კომპანიის ხელმძღვანელმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ყურადღება გაამახვილა 24 ქალაქში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე სამუშაოების ხარისხზე და ობიექტებზე არსებულ ვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ 24 ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. დაფინანსების მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და სასმელი წყლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები