ილია ელოშვილი: აჭარასა და გურიაში 10 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, დიდთოვლობის გამო, აჭარისა და გურიის რეგიონების 10 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც ელოშვილი აცხადებს, ადგილობრივ მთავრობასთან და საგზაო დეპარტამენტთან ერთად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ პრობლემა მაქსიმალურად მალე აღმოიფხვრას.
მისივე ინფორმაციით, „ენერგო-პრო” და სამთავრობო სტრუქტურები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში.
“ყველაზე დიდ პრობლემებს ქმნის უგზოობა, რის გამოც მაღალმთიან რეგიონებში ჭირს გადაადგილება. ადგილობრივ მთავრობასთან და საგზაო დეპარტამენტთან ერთად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მალე აღმოიფხვრას პრობლემა. სავარაუდოდ, რამდენიმე სოფელში მისვლა შესაძლოა, გაჭირდეს, თუმცა ბრიგადები მოახერხებენ აუცილებელი მასალების შეტანას და ხვალ დღის განმავლობაში ელექტროენერგია აღდგება”, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები