პრეზიდენტი: მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო პრემიერ-მინისტრთან
მე მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მეტი გახსნილობა როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე სამოქალაქო სტრუქტურების ჩართვის თვალსაზრისით, არის წინაპირობა ევროპული პოლიტიკური კულტურის დაფუძნების საქართველოში.
“შარშან ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ იმაში, რომ შეგვექმნა ფორუმი, რათა მომხდარიყო კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალასთან ძირითადი თამაშის წესებთან დაკავშირებით. მე მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, იმიტომ, რომ მეტი გახსნილობა როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე სამოქალაქო სტრუქტურების ჩართვის თვალსაზრისით, არის ევროპული პოლიტიკური კულტურის დაფუძნების წინაპირობა საქართველოში. ასეთი დისკუსიები რა შედეგისკენაც არ უნდა იყოს ორიენტირებული, მიგვიყვანს მეტ თანხმობამდე, რაც ნიშნავს ქართული პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ ევროპულ სტანდარტებზე აწევას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.