ლევან კობიაშვილი: აღმასკომთან შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებების გზით კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება შეწყდეს

აღმასკომთან იმ შეთანხმებამდე მივედით, რომ მოლაპარაკებების გზით კახა ცხადაძესთან შეწყდეს ხელშეკრულება,- ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, ის მზად არის, კიდევ ერთხელ შეხვდეს ცხადაძეს, რათა ხელშეკრულების ორმხრივი მოლაპარაკების გზით შეწყვეტის თაობაზე ესაუბროს.
“მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელი არ არის. ჩემი გადაწყვეტილება პრესკონფერენციაზეც ვთქვი. მე ჩავთვალე, რომ აღმასკომთან ერთად უნდა მესაუბრა. მივედით იმ შეთანხმებამდე აღმასკომთან, რომ მოლაპარაკებების გზით კახა ცხადაძესთან შეწყდეს ხელშეკრულება. მზად ვარ, კიდევ ერთხელ შევხდე და ვისაუბროთ, თუ როგორ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი მოლაპარაკების გზით”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ ჩანააცვლებს კახა ცხადაძეს ნაკრების მწვრთნელად, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ამ დრომდე არ დაწყებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები