მთავარმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სტუდენტებს უმასპინძლა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელიც „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“ ინიციატივით დაიგეგმა, სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
პროკურატურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა ლონდა თოლორაიამ სტუდენტებს პროკურატურის სისტემა და პროკურორის საქმიანობა გააცნო. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია გამოძიების და საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე პროკურორის როლისა და ფუნქციების შესახებ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს პროკურატურა კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას ,,ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან“ და ჩაერთვება ყველა იმ პროექტში, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალგაზრდა თაობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.