მეჭიაური ეროვნული ბანკისგან რეზერვებიდან დოლარის გაყიდვის საკითხზე ინფორმაციას ითხოვს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ლარის კიდევ გაუფასურებას ეროვნული ბანკის ქმედებებს უკავშირებს. დეპუტატი უწყებას მიმართავს და რეზერვებიდან დოლარის გაყიდვის საკითხზე ინფორმაციას ითხოვს.
“დიდი ალბათობით უნდა შეჩერდეს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა და შემდგომში უნდა წავიდეთ გამყარებისკენ. შეკითხვები მაქვს ეროვნულ ბანკთან – მათ მიერ გაყიდულ სავალუტო რეზერვებთან დაკავშირებით, თუ რას მოხმარდა ის. სწორედ აღნიშნულ ქმედებას დაემთხვა ლარის კურსის გაუფასურება და სწორედ ეს ბადებს კითხვებს“, – აცხადებს მეჭიაური.
მმართველ გუნდში ეროვნული ვალუტის გამყარებას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ გარე ფაქტორების ზემოქმედება უახლოეს პერიოდში შემცირდება.