“იცით, ამერიკაში ბიზნესი და მომხმარებელთა უფლებები რა დონეზეა დაცული; ჩვენ ამ გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და იქაური პლუს-მინუსის შესწავლა გვსურს” – შარმანაშვილი

“იცით, ამერიკაში ბიზნესი და მომხმარებელთა უფლებები რა დონეზეა დაცული. ჩვენ ამ გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და იქაური პლუს-მინუსის შესწავლა გვსურს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ქვეყანაში ანტიმონოპოლიური გარკვეული კანონები მოქმედებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან ქმედითი არ არის და დახვეწას მოითხოვს.

„რა შეიძლება გაკეთდეს? – პირველ რიგში, უფრო გამოცდილი ქვეყნების მაგალითები და გზები უნდა შევისწავლოთ, ისინი ამას როგორ აკეთებენ. საკმაოდ სერიოზული კანონმდებლობა და რეგულაციები აქვს ამერიკას, რომელიც ბალანსის დაცვას ცდილობს მომხმარებლის უფლებებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის. იცით, ამერიკაში ბიზნესი და მომხმარებელთა უფლებები რა დონეზეა დაცული. ჩვენ ამ გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და იქაური პლუს-მინუსის შესწავლა გვსურს. ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მუდმივად მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები ჰქონდეს, ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომ ეს მაჩვენებლები დააზიანოს. ამას არაფრით გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა დაზარალებული იყოს. ყველაზე რთული კარტერულ გარიგებებთან ბრძოლაა. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. მსოფლიო ამისგან თავის დაცვას ცდილობს”, – აღნიშნავს შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები