ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ჰამონტონის მახლობლად, ორი ვერტმფრენი ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტი ჰამონტონის მუნიციპალური აეროპორტის სიახლოვეს მოხდა. შეჯახების შემდეგ ორივე ვერტმფრენი მიწაზე ჩამოვარდა. თითოეულ მათგანში მხოლოდ პილოტი იმყოფებოდა.
დაშავებული პილოტი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ავარიის გამოძიება აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ (NTSB) დაიწყეს.