ქართულ ბაზარზე მომაკვდინებელი ბრინჯი გამოჩნდა – რა საფრთხეს უქმნის ის ჯანმრთელობას

ქართულ ბაზარზე ხელოვნური ბრინჯი გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარეზე, გია ბურჯანაძეზე დაყრდნობით, გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხელოვნური ბრინჯი ორი სახეობის კარტოფილის ნარჩენებისგან და სამრეწველო პლასტმასისგან მზადდება. მის შემადგენლობაში პლასტმასის ის სახეობა შედის, რომლისგანაც პოლიეთილენის პარკები მზადდება. მისი გამოყენება კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის არა მარტო საჭმლის მომნელებელ სისტემას, არამედ მთელ ორგანიზმს, ბრინჯში არსებული ტოქსინების გამო და მისი გამოყენება შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს.
ხელოვნური ბრინჯი საქართველოში შპს „ომეგა 12“-ის მიერ იწარმოება და მისგან წარმოებული ბრინჯის ფირფიტები და ბურბუშელა ლარად იყიდება სხვადასხვა ადგილას. ასევე ირკვევა, რომ ხელოვნური ბრინჯის ნამდვილისგან გარჩევა შესაძლებელია. ხელოვნური ბრინჯი ხარშვის შემდეგ რჩება მაგარი, ხოლო მისგან დამზადებულ სუპს დამწვარი პლასტმასის სუნი აქვს.
„ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ ბრინჯში მატლები აღმოაჩინა. შემთხვევა შევისწავლეთ და ბრინჯის მწარმოებელი კომპანია დაჯარიმდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ხელოვნური ბრინჯი საქართველოშიც აქტიურად შემოედინება და იყიდება“,-აცხადებს გია ბურჯანაძე.
გამოცემა „პრაიმტაიმი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კახა სოხაძესაც ესაუბრა, რომლის თქმითაც, არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა და ყველაფერი შესწავლილია. მისივე განმარტებით, ხელოვნური ბრინჯი – ეს არის ახალი ტიპის სურსათი, რომელიც აქამდე საქართველოში გამოყენებული არ ყოფილა, თუმცა არც აკრძალულია.
„ხელოვნური ბრინჯის მწარმოებელი შპს „ომეგა 12“- ია და მისი მფლობელი კორეელია. გამოკვლევების თანახმად, ხელოვნურ ბრინჯში არანაირი მავნე ნივთიერება არ აღმოჩენილა. აღსანიშნავია, რომ შპს „ომეგა 12“-ის მიერ წარმოებული ხელოვნური ბრინჯი აღარ იყიდება“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ კახა სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები