შსს: ე.წ. კანონიერი ქურდის – “ლავას ოღლის” საქართველოში დეპორტაციის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლდავეთში დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, მეტსახელად “ლავას ოღლისთვის” უახლოეს მომავალში ბრალის წარდგენას გეგმავს.
როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, პარალელურად მიმდინარეობს მისი საქართველოში დეპორტაციის პროცესიც.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, აჭარის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტები აწარმოებენ გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ-ს 18-179-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 151-ე მუხლით. დღეის მდგომარეობით, გამოძიების მიერ აღნიშნულ საქმეებზე მოპოვებულია დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მხილებული იქნა ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად „ლავას ოღლი“. შედეგად, გამოძიება შევიდა დასკვნით ფაზაში და უახლოეს მომავალში მინდია გ.-ს წარედგინება ბრალი.
მინდია გ. 2015 წლის დეკემბერში დაკავებული იქნა მოლდავეთის რესპუბლიკაში. მიმდინარეობს მისი საქართველოში დეპორტაციის პროცესი“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

12584040_440313809508141_1240051885_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები