“ქართული ოცნების” პრესსამსახური გოჩა ჯამარაულის მხარდასაჭერად გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

“ქართული ოცნების” პრესსამსახური გარდაბნის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის, გოჩა ჯამარაულის მხარდასაჭერად გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“დღეს, 24 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მ.პ.გ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის, გოჩა ჯამარაულის მხარდასაჭერად მ.პ.გ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სავალან მირზოევი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა”, – ნათქვამია პრესრელიზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები