დავით სერგეენკომ ე.წ. ღორის გრიპის გავრცელებაზე ისაუბრა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო H1N1-ის ვირუსის ე.წ. ღორის გრიპის გავრცელებაზე საუბრობს და აქცენტს იმ სპეციალურ სამედიცინო ცენტრებზე აკეთებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში სპეციალურად ვირუსით დაავადებულთათვის მოქმედებს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ავადობის ძირითადი ხაზი არის დაახლოებით იგივე, რაც შარშან იყო.
„ამ პუნქტების გახსნის ამოცანა იყო, რომ სასწრაფოზე შემცირებულიყო დაწოლა. რესპუბლიკურ საავადმყოფოებში და სხვა წერტილებში მიმართვიანობა იზრდება და მცირდება სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა. რაც შეეხება ჯამურ მიმართვიანობას, ის საქართველოს მასშტაბით შემცირებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რისკი მოხსნილია, თუმცა ავადობის ძირითადი ხაზი არის დაახლოებით იგივე, რაც შარშან იყო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.