ხვიჩა გობაძის გარდაცვალების ფაქტს სუს-ი და ახლობლები ადასტურებენ

სირიაში წასული ქართველის ხვიჩა გობაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
ხვიჩა გობაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მეუღლემ სალომე ქათამაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„კვირა“ გობაძის მშობლიურ სოფელ დიდაჭარაში მის ნათესავებს დაუკავშირდა. როგორც გობაძის ბიძა აცხადებს, მათ ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ მისი მეუღლისგან შეიტყვეს. „კვირას“ ინფორმაციით, გობაძის მეუღლე მცირეწლოვან შვილთან ერთად ბათუმში, დედამთილთან ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა გობაძე ISIS-ის სახელით რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ვიდეოს მუქარის ავტორი იყო. „კვირას“ ინფორმაციით იგი სირიაში შეტაკებისას დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები