გოჩა სვანიძე ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს
დამარცხებული არავინ არის – ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
სვანიძე არჩევნებში დამარცხებულ ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს. მან ზედგინიძეს თანამშრომლობა პირადად შესთავაზა. “სხვაობა იყო ძალიან მცირე. აქედან გამომდინარე, რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ არჩევნების დღევანდელ მონაწილეებს. დამარცხებული არავინ არის”, – აღნიშნა სვანიძემ.
ცნობისთვის, გოჩა სვანიძეს მხარი 35-მა წევრმა დაუჭირა, ზედგინიძეს კი – 32-მა. გოჩა სვანიძე რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მანამდე ამ თანამდებობას გია ნიჟარაძე იკავებდა.