კახა ცხადაძეს ფეხბურთის ფედერაციამ უპროცენტო სესხი – 100 000 დოლარი მისცა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, კახა ცხადაძის ირგვლივ ატეხილი ხმაური პიკს აღწევს. ცხადაძემ არაერთ ტელეგადაცემაში აღნიშნა, რომ ექვსი თვის განმავლობაში ნაკრებში უხელფასოდ მუშაობდა, თუმცა სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განმარტებით, იმ პერიოდში მას ფედერაციის ძველმა ხელმძღვანელობამ 100 000 დოლარი უპროცენტო სესხი მისცა.
„ამის დამადასტურებელი ცნობა არსებობს – ცხადაძემ 100 ათასი დოლარი აიღო ფედერაციის ანგარიშიდან“, – განაცხადა კობიაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
კობიაშვილის თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ მას ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა გააგრძელოს კახა ცხადაძესთან ერთად მუშაობა და მწვრთნელს ძველი ვალდებულებაც შეახსენა. კერძოდ, 2009 წელს, როდესაც ცხადაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტი,  უკეთესი ფინანსური შეთავაზების გამო, დატოვა და აზერბაიჯანში წავიდა, აღმასკომმა, მას კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ, 40 000 ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა პირობა არ შესრულდა. ცხადაძეს აღნიშნული თანხა დღემდე არ გადაუხდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები