“ავტოიმპორტიორებს თავიანთი ვალდებულებების დასასრულებლად გარკვეული ვადა მიეცემათ”
ავტოიმპორტიორებს თავიანთი ვალდებულებების დასასრულებლად გარკვეული ვადა მიეცემათ, – ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკაში“ გააკეთა.
მისივე განმარტებით, კანონპროექტის ამოქმედების ზუსტი ვადა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
„რა თქმა უნდა, ხუთწლიანი ვალდებულება ვისაც აქვს მას ვერ დაველოდებით, მაგრამ ვისი ავტომობილიც უკვე შეკვეთილია, ვინც ავტომობილი ახლა შეიძინა და გზაშია, ანუ სანამ კანონი ძალაში შევა, იქნება გარკვეული გონივრული ვადა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, როგორც ავტოიმპორტიორებს, რომ თავიანთი ვალდებულებები დაასრულონ, რაც მოქალაქეების წინაშე აქვთ, ისე მოქალაქეებს, რომლებმაც ავტომობილები შეიძინეს“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, კანონპროექტის ამოქმედების ვადა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ როგორ მოასწრებს პარლამენტი დოკუმენტის განხილვას. ასევე, იმის მიხედვით, რომ ავტოიმპორტიორებმა ნაკირსი ვალდებულებები დაასრულონ.