პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ქვეყანაში გრიპის ინფექციის გამო შექმნილი სირთულეების დასაძლევად, ჯანდაცვის სამინისტროს ავტომობილებით დაეხმაროს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს, ქვეყანაში ვირუსული გრიპის ინფექციის გამო შექმნილი სირთულეების დასაძლევად, ჯანდაცვის სამინისტროს ავტომობილებით დაეხმაროს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უკვე ესაუბრა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს – დავით სერგეენკოს და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნა გამოთქვა, რომ დიდ ქალაქებსა და რაიონებში პირველადი სასწრაფო სამსახურების მუშაობის გასაუმჯობესებლად, სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურებრივი ავტომობილები დროებით დაუთმონ.