ფინანსთა სამინისტრო მზადაა, სამსახურებრივი ავტომობილები ოჯახის ექიმების გამოძახებებისთვის გადაამისამართოს
პირველადი ჯანდაცვის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის გამო, ფინანსთა სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მზადაა, სამინისტროს სისტემაში არსებული სამსახურებრივი ავტომობილები, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოჯახის ექიმების გამოძახებებისთვის.