ევროპარლამენტის რეზოლუციის 21-ე პუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება

epa04486840 A general view of the chamber of the European Parliament in Brussels, Belgium, 12 November 2014. EPA/STEPHANIE LECOCQ

ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე რეზოლუციას კენჭი უყარა და განცხადება ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც „კვირას” საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს, რეზოლუციის 21-ე პუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება.
მათივე ცნობით, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს შესაბამისი ზომები „მათ შორის გადადგას ადეკვატური ნაბიჯები სასამართლოს წევრებისა და მათი ოჯახების დასაცავად, ასევე სრულად გამოიძიოს განხორციელებული მუქარის ფაქტები და სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს კანონდამრღვევები“-აღნიშნულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები