IV მექანიზებულ ბრიგადას მწერლები და პოეტები ეწვივნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებულ ბრიგადას მწერლები და პოეტები ეწვივნენ. შორენა ლებანიძე, ბექა ახალაია, მარუსა მამალაძე, ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა, თეონა დოლენჯაშვილი, ირაკლი შამათავა, მაკა ლდოკონენი, ქეთი შენგელაია, ლელა ცუცქირიძე და მარიამ წიკლაური სამხედროების წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მწერლებმა სამხედრო მოსამსახურეებს ლექსები და მოთხრობები პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში წაუკითხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მწერლებმა IV მექანიზებულ ბრიგადას სამახსოვროდ საკუთარი მოთხრობებისა და ლექსების კრებულები გადასცეს. პროექტი „ცოცხალი წიგნები“ კულტურისა და თავდაცვის სამინისტროებს შორის ნოემბერში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. თანამდეროვე ქართველი მწერლების პირველი შეხვედრა ჯარისკაცებთან 7 ნოემბერს კოჯრის სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები