ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალბატონი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, 39 წლის ქალბატონს სიცოცხლისთვის შეთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
ბახტაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალბატონის მდგომარეობა ერთი კვირის განმავლობაში კრიტიკული იყო და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული.
ქალბატონს სასწრაფო ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ მრავლობითი მოტეხილობითა და თავის ტრავმით 39 წლის ქალბატონი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 12 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათისთვის მოათავსეს. ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი გზაზე გადასვლისას დაეჯახა. თავდაპირველად დაშავებულის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, თუმცა, როგორც „კვირასთან“ საუბრისას საავადმყოფოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქალბატონს პატრონი მალევე გამოუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები