ზუგდიდში 44 წლის ქვეითად მოსიარულე ქალი ავტომანქანამ იმსხვერპლა

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
44 წლის ქვეითად მოსიარულე ქალბატონს გზის გადაკვეთისას შპს “ლეკოს” დისტრიბუციის ავტომანქანა დაეჯახა, მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 76 -ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები