ქარელთან მომხდარ ავარიას 6 წლის გოგონა ემსხვერპლა

ქარელის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის გოგონა ემსხვერპლა. “კვირას“ ინფორმაციით, ავტომობილს გარდაცვლილის დედა მართავდა, მან საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილში სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 6 წლის გოგონა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ავტომობილში მყოფი დანარჩენი სამი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები