ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები