ქუთაისში ავარიის შედეგად პატრულის თანამშრომელი დაშავდა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და „ჟიგულის“ მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც „კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად საპატრულო ეკიპაჟის ერთი წევრი მსუბუქად დაშავდა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები