გლდანში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გლდანის V და VI მ/რ-ებს შორის არსებულ სუპერმარკეტ “ფრესკოს” მიმდებარე ტერიტორიასთან დილის რვა საათზე მოხდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები