ოკამთან ავარიას ახალგაზრდა  მამაკაცი ემსხვერპლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამთან ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მარჯვენასაჭიანი “ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომობილი ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, მძღოლის გვერდით მჯდომი პირი კი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო წესების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები