ბელიაშვილზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მჯდომმა ორმა ადამიანმა სხეულზე დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები