მიხეილ ჯანელიძე ნილს სკოტს და ოლივიე ბიურკის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორსა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს, ნილს სკოტს და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, ოლივიე ბიურკის შეხვდა.
მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, საქათველოში მდგრადი განვითარების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს რეგიონული განვითარების და თანამშრომლობის საკითხები საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.
შეხვედრაზე, მხარეებმა დაუდასტურეს ერთმანეთს აღნიშნული მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა. შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, შომბი შარპი და საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ.