ნინო ლომჯარიამ “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვა
ნინო ლომჯარიამ “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.
“სამართლიანი არჩევნების” ცნობით, ორგანიზაციის ახალ აღმასრულებელ დირექტორს ხვალინდელ პრესკონფერენციაზე წარადგენენ, რომელიც “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის” სათავო ოფისში გაიმართება.
“სამართლიანი არჩევნების” გამგეობამ ახალი აღმასრულებელი დირექტორი მას შემდეგ აირჩია, რაც ნინო ლომჯარიას ორგანიზაციის წესდებით დადგენილი ვადა ამოეწურა. ლომჯარია “სამართლიან არჩევნებს” გასული ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.