შსს-ს წარმომადგენლებმა გუდაურში სამუშაო შეხვედრა გამართეს (ფოტოკოლაჟი)

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციისა და პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოთხილამურე პატრულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში გამართეს.
შს სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრები გუდაურში ვიზიტის დროს, საპილოტე პროექტის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას, დაათვალიერეს სათხილამურო ტრასები, ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ დამსვენებლებსა და სპორტსმენებს.
საპილოტე პროგრამა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების გაძლიერებისთვის შემუშავდა. სიახლე უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად დამატებითი ღონისძიებების გატარებასა და მოთხილამურე პატრულის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ახალი პროგრამა შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე უახლოეს დღეებში ამოქმედდება. მიმდინარე წლის სეზონზე, პირველ ეტაპზე პროექტი გუდაურში განხორციელდება, მომავალ წელს კი მოთხილამურე პატრულირება უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაინერგება.
უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.

6848_748368735265128_1591289779188839152_n
12438955_748368998598435_2668694347228148817_n
12439315_748368951931773_3159939250262696160_n
12507242_748368861931782_1341421831889677720_n
12549022_748368808598454_8640757869442500634_n
12552789_748369021931766_8964055701325712722_n
12565591_748368675265134_9000329880458145715_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები