N15 და N19 პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 და N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო პენიტენციურ დაწესებულებებს საინიციატივო ჯგუფმა, „ბორჯომელი მოხალისეები“ წიგნები გადასცეს.
აქცია პროგრამის – „საქართველოს მოხალისეები“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.
საჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნები, რომლებიც დაწესებულებების ბიბლიოთეკებს მსჯავრდებულებისთვის გადაეცა საინიციატივო ჯგუფმა ადგილობრივ მოსახლეობაში შეაგროვა.
N15 და N19 პენიტენციურ დაწესებულებებს ქართული და რუსულენოვანი 476 წიგნი გადაეცა. „ბორჯომელი მოხალისეების“ კოორდინატორის გიორგი ოგანესიანის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფში, ძირითადად, ახალგაზრდები არიან გაწევრიანებულნი.
„მივიჩნევთ, რომ ამგვარი აქტივობა მსჯავრდებულების სოციალიზაციასა და ინტელექტის დონის ამაღლებას უწყობს ხელს. ეს მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის“,- განაცხადა ოგანესიანმა.
საინიციატივო ჯგუფი არ გამორიცხავს, წიგნები მომავალში სხვა პენიტენციური დაწესებულებებისთვისაც შეგროვდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები