პრემიერ-მინისტრი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შს მინისტრსა და პოლიციელებს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანაშაულთან ბრძოლის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ის სრულ  მხარდაჭერას უცხადებს ყველა პოლიციელს, რომელიც სამართლიანად იმოქმედებს დანაშაულის წინააღმდეგ.
“გუშინ შს მინისტრმა გააკეთა განცხადება დანაშაულთან ბრძოლის შესახებ. მან თქვა, რომ არანაირი თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული არც თანამდებობის პირის, არც მასთან დაახლოებული ადამიანების მხრიდან. მე მინდა ჩემი მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ბატონ გიორგი მღებრიშვილს და ყველა პოლიციელს, რომელიც სამართლიანად იმოქმედებს დანაშაულის წინააღმდეგ”, -განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები