„გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შესაძლოა, საკომიტეტო მოსმენა დაინიშნოს

„გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შესაძლოა, საკომიტეტო მოსმენა დაინიშნოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, უმჯობესია, არასამთავრობო ორგანიზაციები ენერგეტიკის მინისტრს პირადად შეხვდნენ და საკითხი დახურულ კარს მიღმა განიხილონ.
„გუშინ, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კახა კალაძესთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ და აბსოლუტურად ყველა თემაზე მიიღეს პასუხი. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მინისტრთან შეხვედრა ყველამ რომ ცალ-ცალკე მოითხოვოს, ეს რამდენად მიზანშეწონილია“, – განაცხადა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები