„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი გადააბარა რუსულ კომპანიებს, არა მგონია, რაიმე ეთქმოდეს”
„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი გადააბარა რუსულ კომპანიებს, როგორც ომამდე, ასევე ომის შემდეგ, არა მგონია, რაიმე ეთქმოდეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ „გაზპრომის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „გაზპრომთან“ აქტიურ მოლაპარაკებებს „ნაციონალური მოძრაობაც“ ახორციელებდა.
„თუკი აზერბაიჯანი უფრო მეტ გაზს და უფრო იაფად მოგვაწვდის, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო. ამიტომ ასეთი მოლაპარაკებები ყოველთვის იქნება, ყოველთვის იყო. მინდა გითხრათ, „გაზპრომთან“ „ნაციონალური მოძრაობა“ არანაკლებ აქტიურად საუბრობდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი გადააბარა რუსულ კომპანიებს, როგორც ომამდე, ასევე ომის შემდეგ, არა მგონია, რაიმე ეთქმოდეს.
ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს თავის სასარგებლოდ“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.