ოკუპანტების მიერ გატაცებული 21 წლის ლაშა გლურჯიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან სოფელ ბერშუეთის მცხოვრები, 21 წლის ლაშა გლურჯიძე გაათავისუფლეს.
ლაშა გლურჯიძე სოფლის განაპირას მდებარე ეკლესიასთან ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ერთი კვირის წინ დააკავეს. დაკავებული ე. წ. საჯარიმო თანხის, 2 ათასი რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გამოუშვეს.
“ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დამაკავეს. რადგან პირველი შემთხვევა იყო, მოსამართლემ ფულადი ჯარიმა – 2 ათასი რუბლი დამაკისრა, რომელიც ჩემმა ახლობლებმა გადაიხადეს“,- აცხადებს ლაშა გლურჯიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები