მამუკა არეშიძე: თუ ვერ მოვილაპარაკებთ რუსეთთან, სომხეთი ირანიდან მიიღებს გაზს და ამ ბერკეტსაც დავკარგავთ

 ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრაზე, ყველა კითხვას ამომწურავად გაეცა პასუხი.
როგორც არეშეიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მისთვის ნათელი გახდა, რომ მილს გასხვისება არ ემუქრება.
„კითხვა იყო ძალიან ბევრი. დაწყებული იქიდან, რომ რატომ დავიწყეთ მოლაპარაკებები “გაზპრომთან”, რას გვაძლევს ეს? დამთავრებული იმით, რომ შეიძლება თუ არა ირანის გაზის ტრანსპორტირება საქართველოში. ყველა კითხვაზე პასუხი ამომწურავი იყო. საყვედურიც კი ვუთხარით მინისტრს იმის თაობაზე, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა არის ძალიან მწირი. რაც შეეხება “გაზპრომთან” ხელშეკრულებას, ჩემთვის ერთი რამ არის გასაგები, რომ მილს გასხვისება არ ემუქრება. ხელშეკრულება ერთწლიანია. ეს განაპირობა იმან, რომ გაზზე მოთხოვნილება გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს უამრავი გაზი აქვს, მას ტექნიკურად არ შეუძლია უფრო მეტის მოწოდება, ასეთი პასუხები იქნა მოწოდებული. ჩემთვის მთავარია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით იმაზე მაღლა არ ვხტებით, ვიდრე ეს საზოგადოების შეკვეთაა“, – განაცხადა არეშიძემ.
რაც შეეხება ირანიდან გაზის მოწოდებას, არეშიძე მიიჩნევს, რომ ეს სამომავლო საქმეა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან თავად რუსეთი არ არის დაინტერესებული, ამიერკავკასიაში ირანული გაზი შემოვიდეს.
„31 დეკემბერს აზერბაიჯანმა მოაწერა ხელი „გაზპრომთან“ 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტის საკითხს, ეს გაზი აზერბაიჯანს სჭირდება, იმიტომ, რომ იქ არის მძიმე მდგომარეობა, იზრდება მომხმარებლის რიცხვი და ასევე ის, რომ სადგურები მაზუთზე მუშაობაზე გადაიყვანეს“, – განაცხადა არეშიძემ.
ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრაზე, კითხვებზე პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად მისაღები პასუხები გაიცემა.
„სამინისტროს შეცდომაა, რომ საზოგადოებას არ აუხსნა ტრანზიტის სახეობის შეცვლა, რუსეთის მოთხოვნით რომ ხდება – გაზს კი არ მივიღებთ, ფასს გადაგვიხდიან. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ მილი არის ზემოქმედების ბერკეტი. იმ შემთხვევაში, თუ გაიზარდა გაზი, ეს მილი საქართველოს მხრიდანაც არის ზემოქმედების იარაღი. რუსეთს შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ მოლაპარაკებებს, სომხეთი ირანიდან მიიღებს გაზს, ანუ ახალი ინფრასტრუქტურა შევიდეს“, – განაცხადა არეშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები