სტამბოლში დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა – ფოტოკოლაჟი
სტამბოლში, სულთანახმეტის მოედანზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. დაჭრილია 15 ადამიანი. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქება ტრამვაის გაჩერების სიახლოვეს მოხდა.
აფეთქების ხმა სტამბოლის სხვა რაიონებშიც ისმოდა. ამჟამად მოედანი პოლიციას აქვს ბლოკირებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მოედნის თავზე ვერტმფრენები დაფრინავენ.
ამჟამად აფეთქების მთავარ ვერსიად ტერაქტი განიხილება. არ არის გამორიცხული, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობებიც იყოს.