გია ვოლსკი: სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საფუძველი იმისა, რომ მინისტრები შეიცვალონ, დარგებს არ ეტყობა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ისინი დასახული ამოცანების მიხედვით მუშაობენ და თავად გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს, თუ მთავრობაში ცვლილებების აუცილებლობა დადგება.
მისივე ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.
“საფუძველი იმისა, რომ მინისტრები შეიცვალონ, დარგებს არ ეტყობათ. დარგებში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ მინისტრების შეცვლის აუცილებლობას ითხოვდეს. საჭიროა სტაბილურობა. მინისტრები დასახული ამოცანების მიხედვით მუშაობენ და თავად გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს, თუკი მთავრობაში ცვლილებების აუცილებლობა დადგება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.