ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქტები გაძვირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, 2015 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, საკვებ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ასე, მაგალითად, ერთი კილოგრამი სულგუნის ყველი სოხუმის ბაზარზე 350-დან 450 რუბლამდე გაძვირდა. ერთი ლიტრი რძე ივლისში თუ 50 რუბლი ღირდა, დეკემბერში  80 რუბლი გახდა. ათი რუბლით გაძვირდა საქონლის ხორცი, ხოლო ღორის ხორცის ფასმა 250-დან 330 რუბლამდე მოიმატა. ფასების მატება წიწიბურას და ბრინჯსაც შეეხეო. თუ ზაფხულში ერთი კილოგრამი ბრინჯი და წიწიბურა 55 რუბლი ღირდა. წლის ბოლოს მისმა ფასმა უკვე 80 რუბლი შეადგინა. ოკუპირებულ აფხაზეთში ამ პერიოდში პურის ფასმაც მოიმატა. ის 2 რუბლით გაძვირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები