გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის გუდაურამდე მისასვლელი გზა თავისუფალია. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია გუდაური-კობის მონაკვეთზე და მოძრაობა დღის ბოლომდე აღდგება. ამასთანავე გაცნობებთ, რომ თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული დღის ბოლომდე სრულად გაიწმინდება კობი-გუდაურის მონაკევთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები