გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,ნ გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაწყებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
აღნიშნულ მონაკვეთზე, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი:
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.
ორი და მეტი წამყვნი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.