გუდაურში 12 წლის გოგონა სრიალისას დაიღუპა

გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა, რა დროსაც, ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ერთი ახალგაზრდა კი დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, თოვლზე სრიალის დროს, 12 წლის გოგონა გარდაიცვალა და 19 წლის ბიჭი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
მძიმედ დაშავებული გოგონას თბილისში გადმოსაყვანად გუდაურში ვერტმფრენი გაფრინდა. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს პრესსამსახური ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები