ნინო სურგულაძის ფონდმა “ნატვრის ხე” საქველმოქმედო კონცერტი გამართა (ფოტოკოლაჟი)

ნინო სურგულაძის ფონდმა “ნატვრის ხე” თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მსოფლიო დონის საოპერო მომღერლების მონაწილეობით საქველმოქმედო გალა კონცერტი გამართა.
კონცერტიდან შესული თანხა საზღვარგარეთ 4 ბავშვის ოპერაციასა და მკურნალობას მოხმარდება.
გალა კონცერტი “რუსთავი 2″–ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საქველმოქმედო ნომერზე – 0901900999- შესულმა ზარების რაოდენობამ 5600-ს გადააჭარბა. ზარის ღირებულება კი 1 ლარს შეადგენდა. აგრეთვე მოქმედებდა სხვა საქველმოქმედო ნომერი, სადაც მსურველებს 1 ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა შეეძლოთ. საქველმოქმედო აქციას შეუერთდა ბიზნესმენი რომან ფიფია, რომელმაც ერთ–ერთ ბენეფიციარს, პატარა იოანეს მკურნალობისთვის საჭირო თანხის გარკვეული ნაწილი – 10 000 დოლარი გადასცა.
საბოლოოდ საქველმოქმედო კონცერტიდან შეგროვებულმა თანხამ 70 ათას ლარს გადააჭარბა.
კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო ვარსკვლავები – ტენორი ალესანდრო საფინა, ჩელისტი ანა რუცნერი, ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული, დირიჟორი კარლო პონტი, ნინო სურგულაძე, თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტალური ბენდი.
მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად განსაკუთრებით აქტიურობდა საკონცერტო დარბაზში მყოფი მაყურებელი, რომელთა შორის ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი საახებიც იმყოფებოდნენ.
კონცერტის დასასრულს მაყურებლებმა ნათელი მომავლის სიმბოლოდ დარბაზში ტელეფონები
გაანათეს.

12483626_1009478865762659_89410299_n 12506929_1009478825762663_7837904_n 12510027_1009478722429340_1421302050_o 12511139_1009478729096006_187060348_o 12511254_1009478849095994_1262622261_o 12516056_1009478712429341_1041356897_n 12516130_1009478872429325_24247875_n 12516143_1009478699096009_402314606_n 12527740_1009478832429329_370399028_n 12539966_1009478799095999_2006071956_n 12540104_1009478852429327_730979439_n 12540306_1009478862429326_2051693030_n 12540483_1009478869095992_588880249_n 12545739_1009478709096008_1982967151_o 12545855_1009478732429339_1333247827_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები