პრეზიდენტი მედეა ჯუღელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალის – მედეა (მზია) ჯუღელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალის, მედეა (მზია) ჯუღელის გარდაცვალების გამო.
მისი სახით  ქვეყანამ დაკარგა ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ტანვარჯიშის პოპულარიზაციაში. სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ქალბატონი მედეას ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები