ქედაში მეწყერმა პრობლემები შექმნა

ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერმა პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეწყერი ექვს ადგილას ჩამოწვა. სოფელ ჯალაბაშვილებში ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩხობაძეების შვიდსულიანი ოჯახის სახლი დააზიანა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც “კვირას“ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ განუცხადა, ისინი ნათესავებთან გადაიყვანეს.
“სოფელ ჯალაბაშვილებში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩხობაძეების სახლი დაზიანდა. საბედნიეროდ, არცერთი ბინადარი არ დაშავებულა. ზარალი სერიოზული არ არის. ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები. მათ უკვე დაასრულეს ტერიტორიის შესწავლა და დასკვნას, სავარაუდოდ, ორშაბათს დადებენ. მეწყერი ასევე ჩამოწვა სოფელ გეგელიძეებში, გოგიაშვილებში, სოფელ მახუნცეთში, რის გამოც ხუთი ოჯახი გარესამყაროს მოწყდა. ამ დროისთვის გზები გაწმენდილია და მიმოსვლა აღდგა“,-აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები