სკრინინგის მომსახურებისთვის თბილისის მერიამ 1 200 000 ლარი გამოყო

2016 წელს სკრინინგის მომსახურებისთვის თბილისის მერიამ 1 200 000 ლარი გამოყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“ეროვნული სკრინინგ-ცენტრი, რომელიც მერიის ქვეუწყებაა, ახორციელებს სკრინინგის პროგრამას. ამ პროგრამის ფარგლებში დედაქალაქში არის 19 დაწესებულება, რომლებიც 2015 წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს შესაბამის სერვისს აწვდიდნენ და მათთან სახელშეკრულები პირობები გაგრძელდება. თბილისის მერიის ქვეემდებარე ორგანიზაცია – ეროვნული სკრინიგ-ცენტრი გააფორმებს იმ 19 დაწესებულებასთან კონტრაქტს 2016 წლის მომსახურეობაზე, ვინც 2015 წელს მომსახურებას გვაწვდიდა “, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები