პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას დაახლოებით ერთ თვეში წარადგენს. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც უკვე ჩვენ მიერ დადგენილია, ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარეობს უაღრესად ღია და გამჭვირვალე პროცესი, რომელშიც უკვე ტრადიციულად აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოება, ასევე ექსპერტები. ამ პროცესს ფართოდ აშუქებს მედია. ეს პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ახლა კიდევ უფრო ინტენსიურად განახლდება. სავარაუდოდ, ერთი თვის ფარგლებში ახალი კანდიდატურა გამოიკვეთება და პარლამენტს წარედგინება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები