საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეები დალოცა

საპატრიარქოში ფონდ “ნატვრის ხის” წევრები, ასევე მსოფლიო დონის ვარსკვლავები იმყოფებიან, რომლებიც 9 იანვარს საქველმოქმედო კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას.
ისინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა და შობა-ახალი წელი მიულოცა.
შეხვედრაზ, ფონდ “ნატვრის ხის” პრეზიდენტმა ნინო სურგულაძემ პატრიარქს შეხვედრის მონაწილეები, მსოფლიო დონის ვარსკვლავები გააცნო.
შეხვედრაზე პატრიარქისთვის ოლივერ პულიმ პატრიარქისთვის ნაწარმოები შეასრულა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო სურგულაძემ განაცხადა, მათთვის პატრიარქისგან კურთხევის მიღება ამ კეთილშობილური საქმის დასასრულებლად აუცილებელი იყო.
ნინო სურგულაძემ მიმართა საზოგადოებას, დარეკონ ტელეფონზე 0901900999 და დაეხმარონ ბავშვებს, რომლისთვისაც 9 იანვარს, 21.00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება.
კონცერტიდან შემოსული თანხა მძიმედ დაავადებული ოთხი ბავშვის მკურნალობას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები