კახა კალაძე: ცვლილებები ყოველთვის იყო მთავრობაში, არის და მომავალშიც იქნება

ცვლილებები ყოველთვის იყო მთავრობაში, არის და ალბათ, მომავალშიც იქნება. ეს ნორმალური პროცესია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა განხორციელებული ცვლილება უკეთესობისკენ სწრაფვაა. „სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც შეიძლება განხორციელდეს. ზოგადად, ყველა ცვლილება არის სწრაფვა უკეთესობისკენ. ცვლილებები ყოველთვის იყო მთავრობაში, არის და ალბათ, მომავალშიც იქნება. ეს ნორმალური პროცესია“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები